ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 15 დასახლება დაბომბეს, არიან დაღუპულები და დაშავებულები

საქართველო, თბილისი - 16:31 | 14.03.2022
ნანახია: 422

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში 15 დასახლება დაბომბეს, დაიღუპა სულ მცირე ორი ადამიანი. დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ინფორმაცია დგინდება.

ინფორმაციას დონეცკის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანლი პაველ კირილენკო ავრცელებს.

„რუსების დაბომბვის ქვეშ მოყვა 15 დასახლებული პუნქტი - მარიუპოლი, ავდეევკა, უგლედარი, ვოლნოვახა, მარიინკა, კრასნოგოროვკა, კრამატორსკი, დრუჟკოვკა, ანდრეევკა, სვიატოგორსკი, კამენკა, პავლოვკა, ზაიცევო, ივანოვკა, ვერხნეტორეცკოე. რუსეთის არმიის დარტყების შედეგად არიან დაღუპულები და დაჭილები“.

პოლიციაში აცხადებენ, რომ დაზიანებულია სულ მცირე 37 ობიექტი, რომელთა უმეტესობა მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებელი სახლებია. ინფორმაცია გარდაცვლილთა შესახებ დგინდება. კირილენკოს თქმით, კრამატორსკში რუსული ჭურვი საცხოვრებელ სახლებს მოხვდა, დაიღუპა 2 ადამიანი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე