თუ უკრაინაში ბოროტება არ დამარცხდა, შემდეგი ადგილი, სადაც ის ეცდება თავის ტრიუმფს - ეს ჩვენი ქვეყანაა - იაგო ხვიჩია
საქართველო, თბილისი - 15:27 | 14.03.2022 ნანახია: 512
"იმისთვის, რომ ჩვენ გამოვიყენოთ შანსი, რომელიც სამყაროში, უკრაინის გმირული ბრძოლის შედეგად გაჩნდა, გვჭირდება რაღაცეების გათვალისწინება, გვჭირდება პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის რჩევის გათვალისწინება შერიგებასთან დაკავშირებით. რა უნდა მოხდეს მეტი იმისთვის, რომ ამ დარბაზში ჩვენ ერთმანეთს არ ვეჩხუბებოდეთ. პრობლემა იმდენად სერიოზულია, რომ დანაშაულია არასერიოზული დამოკიდებულება ამ პრობლემასთან. დანაშაულია თითოეული სიტყვის, თითოეული კრიტიკის, თითოეული ლანძღვის დაუფიქრებლად თქმა ასეთ მძიმე დროს", - ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის" თავმჯდომარემ, პლენარულ სხდომაზე განაცხადა.
მისი თქმით, ჩვენი ქვეყნისთვის დღეს მთავარ შეცდომას გეგმის არარსებობა წარმოადგენს.
„ჩვენ არ ვიცით რა მოხდება მომავალში, მაგრამ მინიმუმ სამი სცენარი ხომ უნდა გვქონდეს გააზრებული - წარმატებული სცენარი, არც ისე წარმატებული სცენარი და წარუმატებელი სცენარი. ნაცვლად ერთმანეთთან კამათისა და ჩხუბისა, ჩვენ სერიოზულად უნდა ვფიქრობდეთ, რას გავაკეთებთ იმ შემთხვევაში თუ ბოროტებამ გადაწყვიტა საქართველოსკენ მოტრიალება. ვიბრძვით? თუ ვიბრძვით როგორ ვიბრძვით? რუსეთთან ბრძოლაში შანსი არ გვაქვს თუ „ქართული ოცნება" და „ნაციონალური მოძრაობა" ერთად არ იბრძვის ამ ბოროტების წინააღმდეგ. თქვენ წარმოგიდგენიათ რომ თან ერთმანეთს ვებრძოდეთ და თან რუსულ ბოროტებას დავუპირისპირდეთ? ამასთან დაკავშირებით რა პოზიცია გვაქვს? ვინ როგორ აპირებს ბრძოლას? ვინ ვის ზურგს დაიცავს ამ ბრძოლაში? ჩვენ მზად ვართ ახლა ასეთი ბრძოლისთვის? თუ არ ვართ მზად ბრძოლისთვის, ხალხს რას ვეუბნებით? გაქცევის გზები როგორია? ხომ არ შეიძლება გაქცევის დროს უფრო მეტი ადამიანი დავკარგოთ ვიდრე სხვა ნებისმიერი ღონისძიების დროს. რა ხდება იმ შემთხვევაში თუ პირიქით ყველაფერი ჩვენს სასიკეთოდ ხდება და უკრაინა ტრიუმფალურად იმარჯვებს ამ ბრძოლაში. რა ხდება იმ შემთხვევაში, თუ პუტინის ფაქტორი, რაღაც ფორმით განეიტრალდა? თუ ეს ასე მოხდა, რომელიც უკრაინის გმირმა ხალხმა დააყენა მთელი მსოფლიოსთვის მათ შორის, საქართველოსთვის, ჩვენ როგორ ვიყენებთ? რა გეგმა გვაქვს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, რა გეგმა გვაქვს ზოგადად, ერთმანეთთან დაკავშირებით, როგორ აღვნიშნავთ და როგორ ვცდილობთ გამოვიყენოთ კაცობრიობის გამარჯვება ბოროტებასთან მიმართებაში და მესამე, რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც კონფლიქტი იწელება, როდესაც ჯერ არ გვაქვს სწრაფი პასუხი - ბოროტება დამარცხდა თუ ცოტა ხანი პაუზა აიღო. ჩვენ რას ვაკეთებთ ამ დროს? იმიტომ რომ თუ უკრაინაში ბოროტება არ დამარცხდა, შემდეგი ადგილი, სადაც ის ეცდება თავის ტრიუმფს - ეს ჩვენი ქვეყანაა. ჩვენ როგორ ვემზადებით ამისთვის? ეს არის ის კითხვები, რომელიც მოსახლეობას აინტერესებს. ყველანი დაძაბულები ვართ. ყველას გვესმის რამხელა გლობალური პროცესები მიმდინარეობს სამყაროში. ეს გლობალური პროცესები შეიძლება იყოს ჩვენ სასარგებლოდ, შეიძლება იყოს ჩვენს მიმართ ერთი შეხედვით ნეიტრალური და შეიძლება იყოს ჩვენთვის იდეალური. ჩვენ არც ერთი სცენარისთვის არ ვართ მზად. მთავარი პრობლემა და მთავარი კრიტიკა ზოგადად, ჩემი კოლეგების მიმართ, საქართველოს მთავრობის მიმართ, არის ის, რომ ჩვენ არაფრისთვის ვემზადებით. ჩვენ მხოლოდ მაინცდამაინც არა გულწრფელ სიტყვათა ერთობლიობით და სადღეგრძელოებით შემოვიფარგლებით და ადამიანებს არ ველაპარაკებით საქმეზე, თუ რას გავაკეთებთ ჩვენ, თითოეული ჩვენთაგანი, რისკენ მოვუწოდებთ ჩვენს მხარდამჭერებს, რას ვურჩევდით ქართველ ხალხს, როგორ გამოვიდეთ ამ სიტუაციიდან გამარჯვებული. მე მინდა ამაზე ვიფიქროთ და კიდევ ერთხელ გთხოვოთ, რომ ნაკლები აგრესია გამოვამჟღავნოთ საქართველოს პრეზიდენტის გაბედული სიტყვების მიმართ. ჩემი მხარდაჭერა საქართველოს პრეზიდენტს, ჩემი მხარდაჭერა უკრაინის პრეზიდენტს, ჩემი მხარდაჭერა უკრაინას, დიდება გმირებს!", - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.
პოლიტიკა
- ევროსაბჭოს რეზოლუცია არის კიდევ ერთი „ქოცური“, რეკორდული მონაპოვარი საგარეო ასპარეზზე - გრიგოლ გეგელია
- „ნაციონალური მოძრაობა“ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, „მოქმედების სტრატეგიულ მიმართულებებს“ აყალიბებს
- ნანუკა ჟორჟოლიანმა წლების თავზე აღმოაჩინა, რომ ქართულ სუფრასთან პირველ სადღეგრძელოს უფლის სადიდებელს ამბობენ, ამან გვაჩვენა რამხელა უფსკრულია აგენტურულ პოლიტიკურ ჯგუფებსა და ქართველ ხალხს შორის - შალვა პაპუაშვილი
- კორუფცია ყოველთვის იყო, არის და იქნება, ჩვენ ამას ვერ ამოვწურავთ - გიორგი გვარაკიძე
საზოგადოება
- „როცა უბრალოდ ერთად ვართ“ - „თეგეტაში“ მამის დღე აღნიშნეს
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
სამართალი
- 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ მარიამ მეყანწიშვილს 5000-ლარიანი ჯარიმა, ნანა სანდერს - 7 წლით, ანტონ უპერსა და აბო ნავერიანს კი 5-5 წლით პატიმრობა მიესაჯა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
მსოფლიო
- უკრაინის საკითხთან დაკავშირებით ევროპისა და აშშ-ის პოზიციები დაახლოვდა - ემანუელ მაკრონი
- ვოლოდიმირ ზელენსკი საკმაოდ კარგად უმკლავდება, ყოველ შემთხვევაში, პოზიციებს ინარჩუნებს, უნდა ვაღიაროთ, რომ ის მამაცია - დონალდ ტრამპი
- რუსეთმა საჰაერო თავდაცვის ძალები მოსკოვისა და ქერჩის ხიდის დასაცავად გადაისროლა - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსულმა ავიაკომპანია „აზიმუტმა“ განაცხადა, რომ ქვეყანაში ავიასაწვავის მხრივ კრიტიკული ვითარება შეიქმნა და დაგეგმილი რეისების შესრულება ეკონომიკურ აზრს მთლიანად კარგავს
კონფლიქტები
- სოფელ ბერშუეთის მიმდებარედ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
ბიზნესი
- „თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
- „თეგეტა“ კავკასიის რეგიონში UD Trucks-ის ოფიციალური იმპორტიორი გახდა
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















