კომუნიკაცია რთულად, თუმცა მიმდინარეობს - პოდოლიაკი მოლაპარაკებათა მე-4 რაუნდზე

საქართველო, თბილისი - 15:05 | 14.03.2022
ნანახია: 360

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის ცნობით, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებების მე-4 რაუნდი დაიწყო, რომელიც რთულად მიმდინარეობს.

მისი თქმით, უთანხმოების მიზეზი რუსეთ-უკრაინის ძალიან განსხვავებული პოლიტიკური სისტემებია.

„მხარეები აქტიურად გამოხატავენ უკვე დაზუსტებულ პოზიციებს. კომუნიკაცია რთულად, თუმცა მაინც მიმდინარეობს. უთანხმოების მიზეზები მკვეთრად განსხვავებული პოლიტიკური სისიტემებია. უკრაინა  წარმოადგენს თავისუფალ დიალოგს საზოგადოებაში. რუსეთი კი საკუთარ საზოგადოებას  ულტიმატუმებით ახშობს“, - წერს  პოდოლიაკი ტვიტერში.

შეხვედრა ონლაინფორმატში მიმდინარეობს.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე