ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე ოპოზიციას ასე რატომ უხარია? - ნინო წილოსანი

საქართველო, თბილისი - 14:26 | 14.03.2022
ნანახია: 442

ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე ოპოზიციას ასე რატომ უხარია?, - ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში პარტია "ქართული ოცნების" თავმჯდომარესთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებს.

„ირაკლი კობახიძის პოსტკოვიდური პრობლემა თვალებზე რატომ უხარია ოპოზიციას ასე? რატომ გახდა ეს ამბავი და ფოტო ყოველგვარი ამაზრზენი კომენტარების საფუძველი?

ამას ჩასაფრება არ ჰქვია, არც მხოლოდ მანიპულაცია, არაჰუმანურობისა და ბოროტების გამოვლინებაა, თან აშკარა!“, - წერს წილოსანი Facebook-ს საკუთარ გვერდზე.

საუბარია მედიის მიერ გავრცელებულ კადრებზე, სადაც ჩანს, რომ ირაკლი კობახიძეს პრეზიდენტის გამოსვლისას თვალებზე ხელები აქვს აფარებული.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე