ოკუპანტებმა ბერდიანსკიდან სასულიერო პირი გაიტაცეს

საქართველო, თბილისი - 12:46 | 14.03.2022
ნანახია: 369

რუსმა სამხედროებმა ოკუპირებულ ბერდიანსკში გაჩხრიკეს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირის ოლეგ ნიკოლაევის სახლი, მღვდელმსახური დააპატიმრეს და გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანეს.

ინფორმაციას „უკრინფორმი“ავრცელებს.

 სასულიერო პირის მეუღლეს, რომელიც განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირია, სახლის დატოვება აუკრძალეს.  

პირველი მუქარები ოლეგ ნიკოლაევმა სატელეფონო შეტყობინებების სახით ჯერ კიდევ მაშინ მიიღო, როცა ბერდიანსკში საომარი მოქმედებები დაიწყო.

13 მარტს ოკუპირებულ ვოლნოვახაში ოკუპანტებმა მოკლეს სამხედრო კაპელანი, უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის იღუმენი პლატონი (მორგუნოვი).

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე