კიევში, საცხოვრებელ კორპუსს დაბომბვის შედეგად ხანძარი გაუჩნდა

საქართველო, თბილისი - 11:54 | 14.03.2022
ნანახია: 384

ოკუპანტებმა კიევში, ობოლონის რაიონში, საცხოვრებელი ცხრასართულიანი სახლი დაბომბეს. მედიის ცნობით, დაინგრა და ცეცხლი გაუჩნდა რამდენიმე ბინას. გავრცელებული ინფორმაციით, უცნობი ობიექტის დაცემის შედეგად კორპუსის კიბის უჯრედი და ფასადის ნაწილი დაინგრა

ადგილზე მეხანძრე-მაშველები მუშაობენ, თვითმხილველთა თქმით, კიევში ორი რაკეტა ჩამოაგდეს, რომლის ნამსხვრევებიც საცხოვრებელ კორპუსს მოხვდა.

წინასწარი მონაცემებით, ერთი ადამიანი დაიღუპა, სამი დაშავდა. მონაცემები ზუსტდება. კორპუსიდან 60-ზე მეტი ადამიანი გამოიყვანეს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე