უკრაინა 2,7 მლნ-მდე ლტოლვილმა დატოვა - გაერო

საქართველო, თბილისი - 22:07 | 13.03.2022
ნანახია: 394

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ოფისის ცნობით, 13 მარტის მონაცემებით, ლტოლვილთა რაოდენობამ 2 698 280-ს მიაღწია.

გავრცელებული ინფორმაციით, ყველაზე მეტი ლტოლვილი პოლონეთმა მიიღო. რუსეთის აგრესიის დაწყებიდან პოლონეთის საზღვარი 1 655 503-მა ადამიანმა გადაკვეთა.

12 მარტის მონაცემებით, უნგრეთმა 246 206, სლოვაკეთმა კი - 195 980 ლტოლვილი მიიღო.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე