რუსეთის წარმომადგენლები მოლაპარაკებებზე ულტიმატუმის ენით უკვე აღარ ლაპარაკობენ - პოდოლიაკი

საქართველო, თბილისი - 18:51 | 13.03.2022
ნანახია: 404

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ მოლაპარაკებებზე რუსეთის წარმომადგენლები ულტიმატუმის ენით უკვე აღარ ლაპარაკობენ და უკრაინის წინადადებს ყურადღებით უსმენენ.

ამის შესახებ ის Twitter-ზე წერს.

პოდოლიაკი აღნიშნავს, რომ უკრაინა თავის პოზიციებს არ დათმობს.

 „ჩვენი მოთხოვნებია ომის დამთავრება და რუსული ჯარების გაყვანა. ვხედავ, რომ ესმით ამ პროცესის და ხვდებიან დიალოგის საჭიროებას“, - წერს პოდოლიაკი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე