რუსო ჯარისკაცო, იდი ნ...უი - ხერსონში ათასობით ადამიანი ოკუპანტების საწინააღმდეგო აქციაზე გამოვიდა

საქართველო, თბილისი - 15:40 | 13.03.2022
ნანახია: 444

ხერსონში ოკუპანტების საწინააღმდეგო მშვიდობიან აქციაზე ათასობით ადამიანი გამოვიდა, იმის მიუხედავად, რომ გარშემო უამრავი შეიარაღებული რუსი სამხედროა და აგრესორების უთვალავი საბრძოლო ტექნიკა დგას. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში ვრცელდება, Facebook-ის მომხმარებლები აქვეყნებენ  აქციის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას.

მომიტინგეები რუსი ოკუპანტების მისამართით სკანდირებენ: „წადით“, „წადით, ვიდრე ცოცხლები“ ხართ. „უკრაინა უპირველესია“, „დიდება ერს - სიკვდილი მტერს“, „რუსო ჯარისკაცო, იდი ნახუი“, ხერსონი უკრაინაა“, „რუსეთი არის „პარაშა“, ჩვენ გავიმარჯვებთ“.

 

 

 

 

 

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე