ლვოვში, იავოროვის სამხედრო პოლიგონის დაბომბვის შედეგად დაიღუპა 9 და დაიჭრა 57 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 14:22 | 13.03.2022
ნანახია: 404

ლვოვის მახლობლად, იაროვორის სამხედრო პოლიგინზე (სამშვიდობო და უსაფრთხოების საერთაშორისო ცენტრი) განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად დაიღუპა 9 და დაშავდა 57 ადამიანი. ამის შესახებ ლვოვის საოლქო სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მაქსიმ კოზიცკიმ განაცხადა.

მისი თქმით, წინასწარი მონაცემებით, მტერმა 30-ზე მეტი რაკეტა ისროლა.

 „იმუშავა საჰაერო თავდაცვის სისტემამ, გარკვეული რაოდენობა {რაკეტების} ჩამოგდებულია. დარტყმის ქვეშ მოყვა იაროვორის პოლიგონი. ამ დროისთვის დაშავებულია 57 ადამიანი, რომლებიც საავადმყოფოებში არაინ გადაყვანილი. დაიღუპა ცხრა გმირი... ამ მომენტისთვის მიმდინარეობს ცეცხლის ჩაქრობის ოპერაცია“, - განაცხადა კოზიცკიმ.

 


პოლიტიკა