ოკუპანტებმა დაბომბეს სვიატოგორსკის ლავრა, სადაც თავს აფარებდა 520 ადამიანი

საქართველო, თბილისი - 13:31 | 13.03.2022
ნანახია: 689

რუსმა ოკუპანტებმა დონეცკის ოლქში სვიატოგორსკის ლავრა დაბომბეს. უკრაინული მედიის ინფორმაციით, დამპყრობლებმა ლავრაზე იერიში იმ დრო მიიტანეს, როდესაც ეკლესიას თავს 520 ადამიანი, მათ შორის 200 ბავშვი აფარებდა.

უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციისა და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრის განცხადებით, არიან დაჭრილები, მათი ნაწილი საავადმყოფოებში გადაიყვანეს, ნაწილს კი სამედიცინო დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. გარდაცვლილების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე