საფრანგეთის პრეზიდენტობის პროპუტინისტ კანდიდატს კვერცხი ესროლეს | ვიდეო

საქართველო, თბილისი - 21:04 | 12.03.2022
ნანახია: 556

საფრანგეთის პრეზიდენტობის კანდიდატს, ულტრამემარჯვენე ერიკ ზემურს ქალაქ მუასაკში, სადაც წინასაარჩევნო შეხვედრა უნდა ჩაეტარებინა, თავს დაესხნენ. იტყობინება Figaro.

ფრანგული ტელეარხის BFMTV-ის მიერ გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ მანქანიდან გადმოსვლისას ერიკ ზემურს შუახნის კაცი უახლოვდება და მოულოდნელად კვერცხს ახლის თავზე.

როგორც იუწყებიან, თავდამსხმელი დაკავებულია.

წარსულში პუტინისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ერიკ ზემურის რეიტინგი რამდენიმე პროცენტით შემცირდა.

ერიკ ზემური სკეპტიკურ დამოკიდებულებას ავლენს საფრანგეთში უკრაინელი ლტოლვილების მიღებასთან დაკავშირებით.

აღსანიშავნია, რომ ერიკ ზემურმა დაგმო რუსეთის უკრაინაში შეჭრა, თუმცა პასუხისმგებლობის ისრები უფრო მეტად ნატოსკენ მიმართა, ვიდრე რუსეთისკენ.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე