PSP-მ უკრაინის საელჩოს 95 000 დოლარის მედიკამენტები და ბავშთა კვების პროდუქტები გადასცა

საქართველო, თბილისი - 18:32 | 12.03.2022
ნანახია: 359

PSP-მ უკრაინის საელჩოს 95 000 დოლარის მედიკამენტები და ბავშთა კვების პროდუქტები გადასცა. კომპანიაში განმარტავენ, რომ  უკრაინის საელჩოს სხვადასხვა პროდუქციას  ყოველკვირეულად მიაწვდიან.

"დღეს უკვე ერთიანი ძალებით, უკრაინის მხარდასაჭრად!

ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი Mizon-ი შემოგვიერთდა იმ დიდ საქმეში, რომელსაც PSP არაერთგზის ახორციელებს, უკრაინის მოსახლეობის მხარდასაჭერად!

გვინდა სიხარულით გაცნობოთ, რომ დღეს, უკრაინის საელჩოს გადაეცა 95 000$-ის ოდენობის მედიკამენტები და ბავშვის კვება.

PSP აგრძელებს დახმარებას და ყოველკვირეულად მიაწვდის უკრაინის საელჩოს სხვადასხვა პროდუქციას.

შეგახსენებთ, რომ თქვენ, ვისაც გსურთ თავად შეიტანოთ წვლილი და დაეხმაროთ უკრაინელ მოსახლეობას, PSP-მ თბილისის 31 აფთიაქში განათავსა საქველმოქმედო ყუთები, სადაც შეგიძლიათ მოათავსოთ სასურველი, აფთიაქში შეძენილი ნებისმიერი პროდუქცია. ჩვენ კი, უზრუნველვყოფთ მის მიწოდებას უკრაინის საელჩოში.

ერთად უფრო ძლიერები ვართ!"., - აცხადებენ PSP-ში. 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე