YouTube-მ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებთან დაკავშირებული არხები დაბლოკა

საქართველო, თბილისი - 22:27 | 11.03.2022
ნანახია: 423

კომპანია Google-ს კუთვნილმა ვიდეოჰოსთინგმა YouTube-მ რუსეთის სახელმწიფო მედიასაშუალებებთან დაკავშირებული არხები დაბლოკა.

„ჩვენი ძირითადი პრინციპი კრძალავს კონტენტს, რომელიც უარყოფს, მინიმუმადე ამცირებს ან ამარტივებს დოკუმენტირებული ძალადობის  მოვლენებს, ამიტომ ვშლით კონტენტს უკრაინაში რუსეთის შეჭრის შესახებ, რომელიც არღვევს ამ პოლიტიკას“, - განაცხადა YouTube-ის პრესსპიკერმა ფერშად შადლუმ. (Reuters).

 „ჩვენ ასევე მთელ მსოფლიოში ვბლოკავთ YouTube- არხებს, რომლებიც დაკავშირებულია სახელმწიფო მედიასაშუალებებთან. აღნიშნული აკრძალავა დაუყოვნებლივ შევა ძალაში“, - აცხადებს კომპანიის წარმომადგენელი.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე