აშშ-მა რუსეთში დოლარის კუპიურებისა და ფუფუნების საგნების ექსპორტი და მიწოდება აკრძალა

საქართველო, თბილისი - 21:56 | 11.03.2022
ნანახია: 402

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლის თანახმად, რუსეთში დოლარის კუპიურების მიწოდება იკრძალება. ამის შესახებ თეთრი სახლის განცხადებაშია ნათქვამი.

აშშ-ის ფიზიკური ან იურიდიული პირის მხრიდან, პირდაპირ ან ირიბად, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი, იკრძალება რუსეთის ფედერაციის მთავრობისთვის ან რუსეთის ფედერაციაში მყოფი ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის დოლარის ბანკნოტების ექსპორტი, რეექსპორტი, გაყიდვა ან მიწოდება.

განცხადების მიხედვით, ასევე აიკრძალება ფუფუნების საგნებისა და ნებისმიერი სხვა ნივთის ექსპორტი.

ამასთან, შეერთებული შტატები რუსეთიდან ალკოჰოლისა და ზღვის პროდუქტების აკრძალვას გეგმავს.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე