მარიუპოლში რუსმა ოკუპანტებმა 1 582 მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს

საქართველო, თბილისი - 20:54 | 11.03.2022
ნანახია: 569

მარიუპოლში რუსმა დამპყრობლებმა 1 500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს. ინფორმაციას უკრაინული მედია მარიუპოლის საქალაქო საბჭოზე დაყრდნობით ავრცელებს.

„12-დღიანი ბლოკადისა და საცხოვრებელი უბნების უმოწყალო დაბომბვის შედეგად რუსეთის საოკუპაციო ძალებმა 1 582 მშვიდობიანი მარიუპოლელი მოკლეს. თითოეული ოკუპანტი ჯოჯოხეთში დაიწვება. არასდროს დავივიწყებთ და არასოდეს ვაპატიებთ ამ დანაშაულს კაცობრიობის, უკრაინის, მარიუპოლის წინააღმდეგ!“ - ნათქვამია საქალაქო საბჭოს განცხადებაში.

 

 

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე