ბელარუსი უკრაინაში, შესაძლოა, 11 მარტს, საღამოს შეიჭრას

საქართველო, თბილისი - 20:26 | 11.03.2022
ნანახია: 498

ბელარუსის ძალები უკრაინაში შესაძლოა, დღეს, 11 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე შეიჭრას. იუწყება  უკრაინის სტრატეგიული კომუნიკაციებისა და ინფორმაციის უსაფრთხოების ცენტრი.

როგორც უკრაინის დაზვერვისთვის გახდა ცნობილი, მოსკოვში ბელარუსის თვითგამოცხადებულმა პრეზიდენტმა ალექსანდრ ლუკაშენკამ და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სატელეფონო ზარები განახორციელეს.

უკრაინის ხელისუფლება ვარაუდობს, რომ პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ავიაიერიშის ბრძანება გასცა, ლუკაშენკამ კი ბელარუსის შეიარაღებულ ძალებს უბრძანა უკრაინაზე თავდასხმა 11 მარტს, ადგილობრივი დროით 21:00 საათამდე დაიწყოს.

შეგახსენეთ, უკრაინის საჰაერო ძალებმა დღეს განაცხადა, რომ ბელარუსის ომში ჩართვის მიზნით რუსეთის თვითმფრინავებმა ბელარუსის ტერიტორიაზე ავიადარტყმა განახორციელეს.

„ეს არის პროვოკოცია! რომლის მიზანია ბელარუსის შეიარაღებული ძალების ჩართვა უკრაინის წინააღმდეგ!“, - ნათქვამია საჰაერო ძალების ინფორმაციაში.

 


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე