თეგეტა უკრაინისთვის - 100 000 ლარი ომით დაზარალებულ მოსახლეობას
საქართველო, თბილისი - 19:56 | 11.03.2022 ნანახია: 737
თეგეტა ჰოლდინგი უკრაინის მხარდაჭერას განაგრძობს. კომპანიის CSR პლატფორმაზე tegeta.care ახალია სექცია შეიქმნა - იზრუნე თავისუფლებაზე. ფონდში შემოსული თანხა უკრაინის ეროვნული ბანკის ოფიციალურ ანგარიშზე გადაირიცხება.
პირველი დონაცია თავისუფლებისთვის თეგეტამ უკვე განახორციელა. ჰოლდინგმა ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად 100 000 ლარი გამოყო. დღეიდან საგანგებოდ გახსნილ ანგარიშზე სასურველი თანხის ჩარიცხვას კომპანიის თანამშრომლებისა და მომხმარებლის გარდა, ნებისმიერი მსურველი შეძლებს. დონაციის მოცულობა შეზღუდული არ არის, თანხა სრულად გადაირიცხება უკრაინის ეროვნული ბანკის საქველმოქმედო ანგარიშზე.
,,თეგეტა ჰოლდინგი მეგობარი უკრაინელების გვერდით დგას. საომარი მოქმედებების პირველივე დღიდან კავშირზე ვართ უკრაინელ პარტნიორებთან და შესაძლებლობების ფარგლებში დახმარებას ვთავაზობთ. თეგეტას გუნდის წევრები აქტიურად გამოთქვამენ მხარდაჭერის სურვილს. შესაბამისად, ჩვენს ზრუნვის პლატფორმაზე დავამატეთ ახალი სექცია და იმედი გვაქვს, რომ ამ ინიციატივას ბევრი შემოუერთდება. გვჯერა, რომ დღევანდელ დღეს უკრაინის გვერდით დგომა ნიშნავს ზრუნვას თავისუფლებაზე, სამართლიანობასა და ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებზე. “ - აცხადებს თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი, ვახტანგ კაჭარავა.
უკრაინელი ხალხის დასახმარებლად თეგეტა ჰოლდინგმა დამატებით 20 000 ლარი, 2 მარტს უკვე გადაირიცხა ,,ნანუკას ფონდში უკრაინისთვის“.
ფინანსური კონტრიბუციის გარდა, თეგეტა თავისუფლებისათვის მებრძოლი უკრაინელების სოლიდარობისთვის სხვადასხვა აქტივობას ახორციელებს. კომპანიის ყველა ფილიალში უკრაინის ეროვნული დროშა განთავსდა. მხარდამჭერი სტიკერები და ინფორმაცია უკრაინის თავისუფლებისთვის შექმნილი ფონდის შესახებ სერვისცენტრებში მისულ ყველა მომხმარებელს ურიგდება.
პოლიტიკა
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მიმართ პენიტენციური სისტემის დამოკიდებულება პოლიტიკური დევნის მკაფიო გამოხატულებას წარმოადგენს - ქალი პოლიტიკოსები
- ირაკლი კობახიძე ოფიციალური ვიზიტით ტაჯიკეთში გაემგზავრა
- რა საჭიროა ამდენი ყურადღება და დროის დათმობა ერთ-ერთი ოპოზიციური პარტიის შიდა დაკა-დაკაზე და ვნებათაღელვაზე, როცა ქვეყანაში და ქვეყნის გარეთ დგას ბევრად მწვავე, უმნიშვნელოვანესი საკითხები? - სალომე ზურაბიშვილი
- ლუქსემბურგის მხარეს ვთხოვეთ, ევროკომისიასთან დააყენოს საკითხი საქართველოსთან დიალოგის განახლების შესახებ, მზად ვართ კრიტიკულ საკითხებზე სასაუბროდ - ნიკოლოზ სამხარაძე
საზოგადოება
- ისრაელის ბიზნესსაზოგადოებასთან თანამშრომლობა - მზადება იერუსალიმის ბიზნესფორუმისთვის საქართველოში
- PSP-ს კამპანია Cannes Lions-ის ორ ყველაზე პრესტიჟულ კატეგორიაში მოხვდა
- მახსოვს, როგორ ვიკრიბებოდით ე.წ. "იატაკქვეშეთში"… ვემზადებოდით რადიკალური ქმედებისთვის იმ შემთხვევაში,თუ ქუჩის აქციები კულმინაციას და შეუქცევადობას მიაღწევდენენ - მოროშკინა
- 6-8 ივნისს თბილისში ჰაერის ტემპერატურა 29 გრადუსამდე მოიმატებს
სამართალი
- ელენე ხოშტარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა უარესდება, აქვს მოძრაობის გაძნელება, თურქი ექიმების შეფასებით, სათანადო მკურნალობის გარეშე, შესაძლოა, მის ჯანმრთელობას გამოუსწორებელი ზიანი მიადგეს - ადვოკატი
- აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით ორი პირი დააკავეს
- სამართალდამცველებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით შვიდი პირი დააკავეს, ამოღებულია ნახევარ კილოგრამამდე „მეთადონი“
- სენაკში შვილმა მამა დაჭრა
მსოფლიო
- პუტინს სურს, რომ ჩვენთან ყველაფერი იწვოდეს, ის შეშლილია, ამის მიუხედავად, მზად ვართ მასთან მოლაპარაკებისთვის, მაგრამ ევროპამ სრულად უნდა იმოქმედოს, რათა ჩვენ ძლიერი პოზიცია გვქონდეს - ვოლოდიმირ ზელენსკი
- რუსებისთვის ჯოჯოხეთი იწყება - მიხაილო ფედოროვი
- ჩვენ დღეს ირანთან ომი დავასრულეთ, ისინი დათანხმდნენ, რომ არასდროს ექნებათ ბირთვული იარაღი - დონალდ ტრამპი
- უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 186 მოქალაქე დაიბრუნა
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- „გაიარე მეტი უსაფრთხოდ“ - „თეგეტა მოტორსის“ საგზაო უსაფრთხოების კამპანია სკოლებში
- „თეგეტა მოტორსის“ გეზის ფილიალში მომსახურების უნივერსალიზებული მოდელი დაინერგა
- „ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ Toyota Ichiban-ის ჯილდო უკვე მეორედ მოიპოვა
- 1 ამპერი = 2 ლარი - „თეგეტა მოტორსის“ უპრეცედენტო შეთავაზება „ენერჯაიზერის“ აკუმულატორებზე
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულია
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება

















