უკრაინაში მაღალი რანგის რუსი გენერალი მოკლეს

საქართველო, თბილისი - 19:57 | 11.03.2022
ნანახია: 468

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთის საოკუპაციო ძალების მაღალი რანგის გენერალი მოკლეს.

უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის მრჩევლში, ანტონს გერაშჩენკოს თქმით, ლიკვიდირებულია რუსეთის აღმოსავლეთის სამხედრო ოლქის, 29-ე არმიის მეთაური, გენერალ მაიორი ანდრეი კოლესნიკოვი.

ოკუპანტის ლიკვიდირების დეტალები უცნობია. რუსულ მხარეს კომენტარი არ გაუკეთებია.

ბოლო დღეების განმავლობაში, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, ამავე რანგის ორი რუსი სამხედრო მოკლეს - გენერალ-მაიორი ვიტალი გერასიმოვი და გენერალ-მაიორი ანდრეი სუხოვეცკი.


პოლიტიკა



არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე