ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ რომ უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 18:38 | 11.03.2022
ნანახია: 463

„ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს მიწას, იმიტომ რომ  უკვე მივაღწიეთ სტრატეგიულ გარდატეხას, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.

ჩვენ უვე მე-16 დღეა ვიბრძვით ჩვენი თავისუფლებისათვის. ისე ოთხჯერ იმაზე მეტია, ვიდრე მტერი გეგმავდა... ვიბრძვით არმიის წინააღდეგ, რომელიც მსოფლიოში უძლიერესად მიაჩნდათ, რომელიც იმედოვნებდა, რომ უკრაინელები არ იბრძოლებდნენ, რომ უკარინის ქუჩებში რუსული დროშებითა და ყვავილებით დახვდებოდნენ“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

 „შეუძლებელია იმის თქმა, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ბრძოლა ჩვენი მიწის გასათავისუფლებლად, მაგრამ შემიძლია გითხრათ, რომ ამას მივაღწევთ, იმიტომ რომ სტრატეგიულ გარდატეხას უკვე მივაღწიეთ, ჩვენ უკვე მივდივართ ჩვენი მიზნისკენ, ჩვენი გამარჯვებისკენ“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე