რუსეთი Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადებას გეგმავს

საქართველო, თბილისი - 17:23 | 11.03.2022
ნანახია: 365

რუსეთის ფედერაციის გენერალური პროკურატურა სასამართლოს სოციალური მედიის გიგანტი კომპანიის Meta-ს ექსტრემისტულ ორგანიზაციად გამოცხადების მოთხოვნით მიმაართა.

Meta ფლობს Facebook-ს, Instagram-სა და Whatsapp-ს.

ამავდროულად, ვრცელდება ცნობა, რომ რუსეთის მედიის მარეგულირებელი Instagram-ის დაბლოკვასაც გეგმავს. "როსკომნადზორმა" რუსეთში Facebook-ი და Twitter-ი უკვე დაბლოკა.

ამასთან, რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა Meta-ს თანამშრომლების წინააღმდეგ აღძრა სისხლის სამართლის საქმე - "რუსეთის ფედერაციის მოქალაქეების მიმართ მკვლელობისა და ძალადობის უკანონო მოწოდებებთან დაკავშირებით".

გავრცელებული ინფორმაციით, კრემლის მიერ დაანონსებული ახალი რეპრესიები უკავშირდება Meta-ს მიერ, ცოტა ხნის წინ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თანახმადაც, Facebook-სა და Instagram-ზე რუსი სამხედროების, პუტინისა და ლუკაშენკას მიმართ სიძულვილის ენის გამოყენება დროებით ნებადართული გახდა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე