სახალხო დამცველი პენიტენციურ სამსახურს მოუწოდებს, სააკაშვილი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად კლინიკაში გადაიყვანოს
საქართველო, თბილისი - 15:08 | 11.03.2022 ნანახია: 489
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს დაუყოვნებლივ გადაიყვანონ მიხეილ სააკაშვილი აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევების ჩასატარებლად.
"2022 წლის 9 მარტს სახალხო დამცველის რწმუნებულებმა განახორციელეს ვიზიტი N12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც შეხვდნენ პატიმარ მიხეილ სააკაშვილს და გაესაუბრნენ სამედიცინო პერსონალს. ვიზიტმა ცხადყო, რომ აუცილებელია მიხეილ სააკაშვილისთვის რელევანტური გამოკვლევების შესაბამისი პროფილის კლინიკაში დაუყოვნებლივი ჩატარება და შემდგომი სამედიცინო მომსახურების მიწოდება.
პენიტენციური დაწესებულების ექიმისგან მიღებული ინფორმაციის თანახმად, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა შიმშილობის ფონზე გაუარესდა, ხოლო რიგი მაჩვენებლები და ჩივილები განსაკუთრებულად საყურადღებოდ მიიჩნევა. აღნიშნული კი გადაუდებელ გამოკვლევებს საჭიროებს, რისი შესაძლებლობაც ციხეში არ არის.
მოწოდებული ინფორმაციით, პენიტენციური სამსახურის ინიციატივით, N12 დაწესებულებაში 7 მარტს იმყოფებოდნენ სამოქალაქო კლინიკის ექიმები, რომლებმაც შეამოწმეს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა და დაადგინეს დამატებითი გამოკვლევების ჩატარების საჭიროება სამოქალაქო ტიპის კლინიკაში, სასწრაფო დაყოვნებული წესით, რაც საკანონმდებლო აქტების შესაბამისად, უნდა ჩატარდეს 2-5 დღეში.
აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის კვლავ არ ჩატარებულა თავის ტვინის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRT კვლევა). კვლევის შესახებ რეკომენდაცია სახალხო დამცველის ექსპერტთა ჯგუფმა ჯერ კიდევ 19 იანვარს გასცა. MRT კვლევის საჭიროებას პენიტენციური დაწესებულებაც იზიარებდა და დაგეგმილიც კი ჰქონდა, თუმცა, ჯერჯერობით უშედეგოდ.
იმის გათვალისწინებით, რომ ბოლო ორი თვის განმავლობაში პატიმარი ვერ იღებს რეკომენდირებულ და დაგეგმილ სამედიცინო მომსახურებას, სახალხო დამცველის აპარატი მიიჩნევს, რომ 7 მარტს განსაზღვრული დაუყოვნებლივ ჩასატარებელი სამედიცინო გამოკვლევებიც შესაძლოა არ ჩატარდეს ან/და გაჭიანურდეს არაგონივრულად, მათ შორის, საკანონმდებლო მოთხოვნის პირდაპირი დარღვევით.
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტით, პატიმრისთვის დროული და ყოველმხრივი, ადეკვატური მკურნალობის მიუწოდებლობა, ზუსტი დიაგნოზის განუსაზღვრელობა და სათანადო სამედიცინო მომსახურების გაუწევლობა შესაძლოა გაუთანაბრდეს ადამიანის უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევას, რაც გულისხმობს წამებას, არაადამიანურ ან/და დამამცირებელ მოპყრობას.
სახალხო დამცველი მოუწოდებს სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს - დაუყოვნებლივ უზრუნველყოს პენიტენციური სისტემის ექიმების/მოწვეული ექიმების მიერ მიხეილ სააკაშვილისთვის რეკომენდირებული აუცილებელი სამედიცინო გამოკვლევებისა და სრულფასოვანი სამედიცინო მომსახურების მიწოდება",აღნიშნულია სახალხო დამცველის აპარატის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
პოლიტიკა
- უკრაინის ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს ქართულ-უკრაინული ურთიერთობის გასაფუჭებლად, ამას ვერ მიაღწევენ, რადგან უკრაინელები ჩვენი მეგობარი ხალხია - დავით მათიკაშვილი
- მივიღეთ გადაწყვეტილება, პლასტმასის ბოთლებში სასმელის წარმოების იმპორტისა და ბაზარზე განთავსების რეგულაციის ამოქმედება 4 წლით გადავავადოთ - ირაკლი კობახიძე
- ირაკლი კობახიძეს არც ინტელექტი აკლია, არც ცოდნა, მან სტუმარი მიიყვანა პარტიის დამფუძნებელთან, ივანიშვილი შესაბამისად არის დაფასებული ყველა ჩვენთაგანის მიერ - გია ვოლსკი
- დავუკავშირდი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, შემდეგ კი შეხვედრა გავმართე - საქართველოში ირანის ელჩი
საზოგადოება
- „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი: „მიმართულებები, რომლებიც 2025 წელს ზარალიანი იყო, დღეს უკვე შემოსავლის გენერირების ფაზაშია“
- საქართველოში 8-9 აპრილს მოსალოდნელია ნალექი, ქარის გაძლიერება, ზღვაზე 3-4-ბალიანი შტორმი
- საქართველოში 5 აპრილამდე მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექი
- საპატრიარქოში სინოდის სხდომა მიმდინარეობს
მსოფლიო
- ცეცხლის შეწყვეტა ყოველთვის კარგი ამბავია, მაგრამ ტაშს ვერ დავუკრავთ მათ, ვინც სამყაროს ცეცხლი წაუკიდა, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ წყლით გამოჩენილიყვნენ - პედრო სანჩესი
- აშშ-სა და ირანს შორის მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება რეგიონსა და მსოფლიოს შვებას მოუტან - კირ სტარმერი
- დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანთან ორკვირიან ცეცხლის შეწყვეტას დათანხმდა
- სტამბოლში ისრაელის საკონსულოსთან სროლა მოხდა, განეიტრალებულია 3 ადამიანი, დაშავებულია 2 პოლიციელი - მედია
კონფლიქტები
- ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. პარლამენტიდან რუსეთთან „საინვესტიციო ხელშეკრულების“ ე.წ. კანონპროექტის გატანისთვის ემზადებიან
- რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს დაფინანსება შეუჩერა
- რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სოფელ დირბის მიმდებარედ, უკანონოდ დაკავებული საქართველოს ორი მოქალაქე თავისუფალია - სუს-ი
- ოკუპირებულ აფხაზეთში მი-24 ჩამოვარდა
ბიზნესი
- RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
- ახალი მოდელები, ფლიტ მენეჯმენტი და B2B მიმართულების გაფართოება - „ჯილი ცენტრი თეგეტამ“ 2026 წლის პირველ კვარტალში რეკორდული შედეგები აჩვენა
- მომავლის ავტოინდუსტრია: ციფრული ევოლუცია და „თეგეტას“ ამბიციური ხედვა
- „გაიარე მეტი“ - „თეგეტა მოტორსის“ საგაზაფხულო კამპანია დაიწყო
თავდაცვა
- სუ-25-ის კატასტროფის ადგილზე, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები დასრულებულია - თავდაცვის სამინისტრო
- საქართველო პოლონეთისგან საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს შეისყიდის
- წლის ბოლომდე გამოვუშვებთ ქართული წარმოების უპილოტო საფრენ აპარატებს - ჯუანშერ ბურჭულაძე
- აშშ საქართველოს რუსეთის წინააღმდეგ თავდაცვის გასაძლიერებლად $35 მილიონს გამოუყოფს
სპორტი
- გურამ კაშია სანაკრებო კარიერას ასრულებს
- მთელი მატჩის განმავლობაში მასპინძელი გუნდის გულშემატკივართა ნაწილი პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჯაბა კანკავას, გვჯერა, სადისციპლინო კომიტეტი სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს - "დინამო თბილისი"
- საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის პლეი ოფში სომხეთს შეხვდება
- საქართველოს ნაკრებმა ჩეხეთი დიდი ანგარიშით დაამარცხა

















