რუსეთი, შესაძლოა, კიევზე ახალი იერიშისთვის ემზადებოდეს - ბრიტანეთი

საქართველო, თბილისი - 13:48 | 11.03.2022
ნანახია: 403

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ბრიტანეთის თავდაცვის დეპარტამენტი აცხადებს, რომ რუსეთის არმია, უახლოეს დღეებში, შესაძლოა, კიევის წინააღმდეგ ახალი იერიშისთვის ემზადებოდეს.

„ნაკლებსავარაუდოა, რომ რუსეთმა თავის მიზნებს წარმატებით მიაღწიოს, რომელიც შეჭრამდე {უკრაინაში} მის გეგმაში შედიოდა...ლოჯისტიკის პრობლემები, რომელიც ხელს უშლის რუსეთის წინსვლას, კვალვ შენარჩუნებულია, ისევე როგორც უკრაინის მედგარი წინააღმდეგობა“, - განაცხადეს თავდაცვის დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში აცხადებენ, იერიშის განახლებისთვის რუსეთი თავისი ძალების გადაწყობას ცდილობს. „ეს სავარაუოდ, მოიცავს ოპერაციებს კიევის წინააღმდეგ“, - ამბობენ უწყებაში.

შეგახსენებთ, ამერიკულმა კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაჯგუფება კიევის ჩრდილო-დასავლეთით. 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე