რუსეთის საოკუპაციო ძალები კიევს კიდევ 5 კმ-ით მიუახლოვდა - Maxar Technologies

საქართველო, თბილისი - 12:50 | 11.03.2022
ნანახია: 460

ამერიკული კომპანია Maxar Technologies-მა გამოაქვეყნა სატელიტური ფოტოები, რომლებზეც ჩანს რუსეთის საოკუპაციო ძალების გადაჯგუფება კიევის ჩრდილო-დასავლეთით. იუწყება BBC.

კოლონა, რომელიც ადრე გოსტომელის აეროპორტის რაიონში იდგა, გადანაწილდა ტერიტორიაზე და გადაჯგუფდა, რაც შესაძლოა, იმის დადასტურება იყოს, რომ რუსეთის არმია უკრაინის დედაქალაქის მიმართულებით წინსვლას შეეცდება.  კომპანიაში აცხადებენ, რომ რუსები კიევს 5 კმით-ით უფრო მიუახლოვდნენ.

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტში ჟურნალისტებს განუცხადეს, რომ რუსეთის შეიარაღებული ძალები ჩრდილო-დასავლეთით კიევიდან 15 კ-ში იმყოფებიან, ჩრდილო-აღმოსავლეთის მხრიდან კი 40 კმ-ში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე