Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებელთა ნაწილს დროებით საშუალება ექნება, განათავსოს ძალადობის ენის შემცველი მოწოდებები რუსი სამხედროების მიმართ - Reuters

საქართველო, თბილისი - 12:06 | 11.03.2022
ნანახია: 388

ქვეყანაში Facebook-ისა და Instagram-ის მომხმარებლებს, უკრაინაში შეჭრის კონტექსტში, რუსებისა და რუსი სამხედროების მიმართ ძალადობის ენის შემცველი მოწოდებების განთავსების საშუალება დროებით მიეცემა. ასევე დაშვებული იქნება პოსტები, რომლებიც შეიცავს  ვლადიმირ პუტინისა და ალექსანდრ ლუკაშენკას მიმართ სიკვდილის მოწოდებებს. ინფორამციას Reuters ავრცელებს.

ამასთან, Meta არ დაუშვებს აგრესიულ გამონათქვამებს რუსი სამხედრო ტყვეებისა და რუსი მშვიდობიანი მოქალაქეების მიმართ, რომლებიც უკრაინაში რუსეთის შეჭრას აღიარებენ.  

პოლიტიკის დროებითი ცვლილება შეეხება საქართველოს, სომხეთს, აზერბაიჯანს, ესტონეთს, უნგრეთს, ლატვიას, ლიეტუვას, პოლონეთს, რუმინეთს, რუსეთს, სლოვაკეთსა და უკრაინას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე