მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უკრაინის ევროინტეგრაციას უთხრეს „დიახ“ - გიტანას ნაუსედა

საქართველო, თბილისი - 10:57 | 11.03.2022
ნანახია: 398

ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ განაცხადა, რომ ევროკავშირის ლიდერებმა 5-საათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ უთხრეს „დიახ“ უკრაინის ევროინტეგრაციას. მან ამის შესახებ ევროკავშირის ქვეყნების ლიდერების სამიტის შემდეგ twitter-ზე დაწერა და აღნიშნა, რომ სამიტმა უკრაინის ევროინტეგრაციას მხარი დაუჭირა.

„ისტორიული ღამე ვერსალში. 5-საათიანი მწვავე დისკუსიის შემდეგ ევროკავშირის ლიდერებმა უთხრეს „დიახ“ უკრაინის ვეროინტეგრაციას. პროცესი დაიწყო. ახლა ჩვენ და უკრაინელებმა ეს პროცესი უნდა დავაჩქაროთ. გმირი უკრაინელი ხალხი იმსახურებს იცოდეს, რომ მას ევროკავშირში მიესალმებიან“, - განაცხადა ნაუსედამ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე