რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ქალაქები სლუცკი და დნიპრო დაბომბა

საქართველო, თბილისი - 10:42 | 11.03.2022
ნანახია: 385

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის ქალაქები ლუცკი და დნიპრო ომის დაწყებიდან პირველად დაბომბა. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ოკუპანტებმა ქალაქებზე ოთხი ავიაიერიში მიიტანეს.
სლუცკში ერთი აფეთქება მოხდა აეროდრომის სიახლოვეს. მსხვერპლი არ არის.

დნიპროში ერთი ჭურვი საბავშვო ბაღთან და საცხოვრებელ კორპუსთან ჩამოვარდა. მტერმა ავიადარტყმა მიაყენა ფეხსაცმლის ფაბრიკასაც, სადაც ხანძარი გაჩნდა.

არსებული ინფორმაციით, დაღუპულია ერთი ადამიანი.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე