სლოვაკეთში ნატო-ს 2000-ზე მეტი სამხედრო განლაგდება

საქართველო, თბილისი - 00:09 | 11.03.2022
ნანახია: 392

სლოვაკეთის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერების ფარგლებში  ქვეყნის ტერიტორიაზე ალიანსის 2000-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურის განთავსების შესახებ.

გაძლიერებული მოწინავე ბატალიონი ( EFP) შედგება ჩეხი (600), ნიდერლანდელი (200), პოლონელი (100), ამერიკელი (400) და გერმანელი (700) სამხედროებისგან.

მთავრობის გადაწყვეტილებას პარლამენტი დაამტკიცებს.

EFP-ის ძალები რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ შეიქმნა და უკვე წარმოდგენილია პოლონეთში, ლიეტუვაში, ლატვიასა და ესტონეთში.

უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ ალიანსი შეთანხმდა EFP-ის მრავალეროვანი საომარი ჯფუფების შექმნაზე ნატო-ს აღმოსავლეთ ფრთის გასწვრივ, რომელიც მოიცავს რუმინეთს, ბულგარეთს, უნგრეთსა და სლოვაკეთს.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე