გარდაიცვალა პაციენტი, რომელსაც ამერიკელმა ექიმებმა ღორის გული გადაუნერგეს

საქართველო, თბილისი - 23:31 | 10.03.2022
ნანახია: 408

პაციენტი, რომელსაც პირველად მსოფლიოში ამერიკელმა ექიმებმა გენეტიკურად მოდიფიცირებული ღორის გული გადაუნერგეს, გარდაიცავალა. BBC-ის ინფორმაციით, 57 წლის პაციენტმა დევიდ ბენეტიმ ოპერაციის შემდეგ ორი თვეს იცოცხლა. 

ოპერაცია 7 იანვარს ჩატარდა, თავიდან გული კარგად ფუნქციონირებდა, მაგრამ ბენეტის მდგომარეობა რამდენიმე დღის წინ დამძიმდა. ის 8 მარტს გარდაიცვალა.

ბენეტს აწუხებდა გულ-სისხლ-ძარღვთა დაავადება და გადარჩენისთვის ერთდერთი შანსი მისთვის გულის გადანერგვა იყო.

მეცნიერები იმედოვნებდნენ, რომ მრავალწიანი კვლევების შემდეგ მსგავსი ოპერაციის წარმატებით დასრულება მსოფლიოში დონორთა ორგანოების დეფიციტის პრობლემას გადაჭრიდა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე