საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის ელჩთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა

საქართველო, თბილისი - 17:53 | 17.02.2016
ნანახია: 1509

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა საფრანგეთის ელჩთან საქართველოში რენო სალენსთან გამოსამშვიდობებელი შეხვედრა გამართა.

შეხვედრისას მხარეებმა  საქართველო-საფრანგეთს შორის არსებული  ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს. საუბარი ასევე შეეხო საქართველოს  ევროპულ და  ევროატლანტიკურ ინტეგრაციას,საქართველოს პრეზიდენტმა და საფრანგეთის ელჩმა   რეგიონში უსაფრთხოების  მიმართულებით არსებულ  გარემოზეც იმსჯელეს.

გიორგი მარგველაშვილმა რენო სალენსს მადლობა გადაუხადა საქართველო-საფრანგეთს შორის ურთიერთობის განვითარების საქმეში შეტანილი წვლილისთვის და წარმატებები უსურვა მომავალსაქმიანობაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე