Western Union-ი რუსეთსა და ბელარუსში ოპერაციებს აჩერებს

საქართველო, თბილისი - 20:03 | 10.03.2022
ნანახია: 382

ფულადი გადარიცხვების სისტემა Western Union-ი რუსეთსა და ბელარუსში მუშაობას დროებით აჩერებს.

ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

„ვიზიარებთ მწუხარებას ამ ტრაგედიისა და ჰუმანიტარული კატასტროფის გამო. ჩავერთეთ ფართო დიალოგში სხვადასხვა დაინტერესებულ მხარესთან, სწორი გადაწყვეტილების მისაღებად რუსეთსა და ბელარუსში ჩვენ სერვისებთან დაკავშირებით. საფუძვლიანად შევაფასეთ შედეგები ჩვენი პარტნიორებისა და მომხმარებლებისთვის. საბოლოო ჯამში, უკრაინაზე რუსეთის ხანგრძლივი თავდასხმის გავლენის ფონზე, მივიღეთ გადაწყვეტილება რუსეთსა და ბელარუსში ჩვენი ოპერაციების შეჩერების შესახებ,“ - ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე