უკრაინაში რუსეთის აგრესიის შედეგად 71 ბავშვი დაიღუპა - სახალხო დამცველი

საქართველო, თბილისი - 19:18 | 10.03.2022
ნანახია: 362

უკრაინის სახალხო დამცველის ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, 2022 წლის 10 მარტის მდგომარეობით უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყებიდან 71 ბავშვი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაშავდა.

დენისოვა ინფორმაციას ფეისბუქის გვერდზე აქვეყნებს.

ის კიდევ ერთხელ მოუწოდებს ნატოს, დაუყოვნებლივ დახუროს უკრაინის საჰაერო სივრცე და დაეხმაროს მას რუსული ტერორიზმის შეჩერებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე