ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს რუსული ქონების კონფისკაციის შესახებ

საქართველო, თბილისი - 18:15 | 10.03.2022
ნანახია: 412

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს უკრაინაში არსებული რუსეთისა და მისი რეზიდენტების ქონების იძულებითი კონფისკაციის შესახებ, რომლის პროექტიც უმაღლესმა რადამ 3 მარტს დაამტკიცა.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ იმის გამო რომ რუსეთი უკრაინის ტერიტორიაზე აწარმოებს სრულმასშტაბიან ომს, რუსული ქონების იძულებითი კონფისკაცია ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე განხორცილდება.

კანონპროექტი ინიცირებული იყო რადას ყველა სადეპუტატო ფრაქციისა და ჯგუფის მიერ, გარდა ფრაქციის „ოპოზიციური პლატფორმა - სიცოცხლისათვის“.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე