ესტონეთი რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას წყვეტს

საქართველო, თბილისი - 17:18 | 10.03.2022
ნანახია: 418

ესტონეთის ხელისუფლება რუსეთის მოქალაქეებისთვის ტურისტული ვიზების გაცემას დროებით წყვეტს. შესაბამისი გადაწყვეტილების შესახებ ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ევა-მარია ლიიმეტსმა განაცხადა.

მისი თქმით, ვიზების გაცემა შეწყვეტილი იქნება იმ დრომდე, ვიდრე უკრაინაში რუსეთის აგრესია არ დასრულდება.

მისივე თქმით, გამონაკლისის სახით ვიზები გაიცემა რუსეთის მხოლოდ იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ესტონეთში ოჯახის წევრები ჰყავთ, ან განიცდიან ჰუმანიტარული დახმარების საჭიროებას.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე