ნოდარ ჯავახიშვილი: ლარის კურსის 2.54 ნიშნულს ქართული ეკონომიკა ვერ გაუძლებს

საქართველო, თბილისი - 15:37 | 21.09.2015
ნანახია: 3016

ლარის კურსის 2.54 ნიშნულს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებს, - აცხადებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ნოდარ ჯავახიშვილი.

მისი თქმით, სამართლებრივად, ქადაგიძე და ეროვნული ბანკი ლარის სტაბილურობაზე პასუხისმგებელი არ არიან.

„ეს გაუგებარი ანომალიაა, მაგრამ რეალობა ასეთია და სამწუხაროდ, დღემდე არც კანონმდებლობა შეცვლილა. ერთი რამის თქმა დარწმუნებით შემიძლია: 2.54-ს ქართული ეკონომიკა და საზოგადოება ვერ გაუძლებენ. რამდენიმე თვის წინანდელი მონაცემებით, აღებული სესხების 64% დოლარში იყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსახლეობამ უარი უნდა თქვას გადახდაზე, ან გაყიდოს თუ რამე აქვს დარჩენილი. თუ ასე გაგრძელდება, მღელვარების საშიშროება იქნება“, - განაცხადა ნოდარ ჯავახიშვილმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე