ოკუპირებული ლუგანსკის "რესპუბლიკამ" ოკუპირებული აფხაზეთის "დამოუკიდებლობა" აღიარა

საქართველო, თბილისი - 16:35 | 10.03.2022
ნანახია: 429

რუსეთის მიერ ოკუპირებული ე.წ. ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკამ ოკუპირებული აფხაზეთის „დამოუკიდებლობა“. იტყობინება რუსული სააგენტო „რია“.

კრემლის კონტრილირებადი მედიის ინფორმაციით, სეპარატისტული ლუგანსკის ლიდერმა, ლეონიდ პასეჩნიკმა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს აფხაზეთთან „დიპლომატიური ურთიერთობების“ დამყარების თაობაზე მოლაპარკებების დაწყება დაავალა.

რუსეთმა ოკუპირებული დონეცკისა და ლუგანსკის ე.წ დამოუკიდებლობა 21 თებერვალს აღიარა. 24 თებერვალს კი უკრაინაში შეიჭრა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე