ბრიტანეთმა რომან აბრამოვიჩს სანქციები დაუწესა

საქართველო, თბილისი - 13:29 | 10.03.2022
ნანახია: 342

საფეხბურთო კლუბ „ჩელსის“ მფლობელი, მილიარდერი რომან აბრამოვიჩი დიდი ბრიტანეთის სანქციების სიას დაემატა.

რუსი ოლიგარქი ორი ათეული წელია ბრიტანეთში იმყოფება.

სანქციების თანახმად, აბრამოვიჩის აქტივები გაიყინება, ბრიტანეთის ფიზიკურ პირებსა და კომპანიებთან ტრანზაქციები აეკრძალება, შეეზღუდება მოგზაურობის შესაძლებლოდიდმა ბრიტანეთმა სანქციების სიაში ასევე დაამატა ალექსეი მილერი, ანდრეი კოსტინი და ნიკოლაი ტოკარევი.

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა განაცხადა, რომ ბრიტანეთი არ შეიძლება იყოს "უსაფრთხო თავშესაფარი მათთვის, ვინც მხარს უჭერდა პუტინის სასტიკ თავდასხმას უკრაინაზე".

რომან აბრამოვიჩი 2003 წლიდან ფლობს „ჩელსის“. რამდენიმე დღის წინ, მან განაცხადა, რომ გაყიდის კლუბს და თანხას უკრაინაში ომის მსხვერპლთა დახმარების ფონდში გადარიცხავს.ბა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე