რუსეთი ევროპის საბჭოს ტოვებს

საქართველო, თბილისი - 13:27 | 10.03.2022
ნანახია: 411

"რუსეთი აღარ აპირებს მონაწილეობა მიიღოს ევროპის საბჭოს საქმიანობაში, რადგან დასავლეთის ქვეყნები ძირს უთხრიან ამ ორგანიზაციის მუშაობას", - აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.

"ევროკავშირსა და ნატო-ში რუსეთისადმი არამეგობრული ქვეყნები ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში თავიანთი აბსოლუტური უმრავლესობის ბოროტად გამოყენებით, განაგრძობენ ევროპის საბჭოსა და ევროპაში საერთო ჰუმანიტარულ-სამართლებრივი სივრცის განადგურების ხაზს“, – ნათქვამია განცხადებაში.

"დაე, დატკბნენ ერთმანეთთან ურთიერთობით", - დასძენენ აგრესორი ქვეყნის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

შეგახსენებთ, 25 თებერვალს, უკრაინაში რუსეთის სამხედრო ინტერვენციის გამო, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს წარმომადგენლობითი უფლებები შეუჩერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე