უკრაინის შეიარაღებული ძალები სხვადასხვა მიმართულებით მტრის შეკავებას განაგრძობს

საქართველო, თბილისი - 11:23 | 10.03.2022
ნანახია: 398

უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობს მტრის არმიის შეკავებას კიევის, ხარკოვის, ჩერნიგოვის, კრივოი როგისა და ნიკოლაევის მიმართულებით. ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი ავრცელებს.

„დაიწყო რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ  უკრაინელი ხალხის გმირული ბრძოლის მე-15 დღე, უკრაინის თავდაცვის ძალები აგრელებს რუსეთის არმიის შეკავებას დონეცკში, სლობოჟანსკისა და ტავრიჩესკის საოპერაციო ზონებში. იცავს ხარკოვსა და ახტირკას.

ძირითადი ძალისხმევა მობილიზებულია იმისკენ, რომ არ დავუშვათ მოწინააღმდეგის წინსვლა სამხრეთ-აღმოსავლეთის მიმართულებით. მიმდინარეობს ბრძოლები მარიუპოლის შემოგარენში.

ამასთან, გრძელდება ბელარუსთან საზღვრის დაცვა.უკრაინის შეიარაღებული ძალები განაგრძობს ქალაქ ჩერნიგოვისა და კიევის მიმართულებით მტრის შეკავებას“, - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე