ომის დასრულება შესაძლებელია მხოლოდ პუტინთან პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად - ზელენსკი

საქართველო, თბილისი - 00:02 | 10.03.2022
ნანახია: 435

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ  პუტინთან მხოლოდ პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად შესაძლებელია ომის დასრულება. ამის შესახებ მან  Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

 „ყველა მოლპარაკების დროს ჩემს მიზანს წარმოადგენს რუსეთთან ომის დასრულება. მე მზად ვარ გადავდგა გარკვეული ნაბიჯები. შეიძლება კომსპრომისზე წასვლაც, მაგრამ ეს კომპრომისები ჩემი ქვეყნის ღალატი არ უნდა იყოს. მეორე მხარეც უნდა იყოს მზად კომპრომისებისათვის. მხოლოდ ამგვარად შევძლებთ ამ სიტუაციიდან გამოსვლას. ჩვენ დეტალებზე საუბარი ჯერ არ შეგვიძლია. ჯერ კიდევ არ ყოფილა პირდაპირი კონტაქტი პრეზიდენტებს შორის. მხოლოდ ორ პრეზიდენტს შორის პირდაპირი მოლაპარაკების შედეგად შესაძლებელია ამ ომის დასრულება“, - განაცხადა ზელენსკიმ.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე