პუტინი კლავს ქალებსა და ბავშვებს, რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია კიდევ უფრო გაიზრდება - ჩეხეთის პრემიერი მარიუპოლის სამშობიაროს დაბომბვაზე

საქართველო, თბილისი - 23:38 | 09.03.2022
ნანახია: 427

ჩეხეთის პრემიერ-მინისტრმა პეტრ ფიალამ განაცხადა, რომ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შემდეგ რუსეთის საერთაშორისო იზოლაცია კიდევ უფრო გაიზრდება.

ამის შესახებ მან Twitter-ზე დაწერა.

„რუსეთის მიერ მარიუპოლის დაბომბვა, რომლის შედეგად დაინგრა სამშობიარო სახლი და ბავშვთა საავადმყოფო, სამხედრო დანაშაულია. ვლადიმირ პუტინი კლავს უდანაშაულო ქალებსა და ბავშვებს, რაც რუსეთის უფრო მეტ საერთაშორისო იზოლაციას გამოიწვევს“, - წერს პეტრ ფიალა.

რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლის სამშობიაროსა და ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა.

ქალაქის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მარიუპოლში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 1 300-მდე სამოქალაქო პირი დაიღუპა.

 

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე