პუტინს პასუხს ვაგებინებთ საშინელი დანაშაულებისთვის - ბორის ჯონსონი მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოს დაბომბვას ეხმიანება

საქართველო, თბილისი - 22:45 | 09.03.2022
ნანახია: 396

გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მარიუპოლის ბავშვთა საავადმყოფოსა და სამშობიარო სახლის დაბომბვას ეხმიანება.

ბორის ჯონსონის განცხადებით, პუტინს პასუხს აგებს საშინელი დანაშაულებისთვის.

"ცოტა რამ არის უფრო ამაზრზენი, ვიდრე მოწყვლადი და დაუცველი ადამიანების მიზანში ამოღება. დიდი ბრიტანეთი ეძებს გზებს უკრაინისთვის უფრო მეტი მხარდაჭერისთვის, რათა შეძლოს საჰაერო თავდასხმებისგან თავის დაცვა .ჩვენ პუტინს პასუხს ვაგებინებთ საშინელი დანაშაულებისთვის", - დაწერა ბორის ჯონსონმა Twitter-ზე.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე