რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებში წვევამდელები მონაწილეობენ

საქართველო, თბილისი - 21:23 | 09.03.2022
ნანახია: 403

აგრესორი რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ უკრაინის ტრიტორიაზე წვევამდებელები იბრძვიან.

„სამწუხაროდ, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში აღმოჩნდნენ წვევამდელები, რომლებიც მონაწილეობენ სპეციალურ სამხედრო ოპერაციაში“ -  აღნიშნულია ოკუპანტი ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ოკუპანტების სამინისტრო ამბობს, რომ ყველა ეს წვევამდელი გაყვანილია რუსეთის ტერიტორიაზე. ასევე აცხადებს, რომ ერთ-ერთი ქვედანაყოფის სამხედროები, მათ შორის წვევამდელები, ტყვედ ჩავარდნენ.

აგრესორი ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ირწმუნება, რომ ტარდება ზომები, რათა წვევამდელები აღარ გაიგზავნონ საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად, ასევე დატყვევებული სამხედროების გამოსახსნელად.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე