Victoria’s Secret-მა რუსეთში მაღაზიები დახურა

საქართველო, თბილისი - 21:03 | 09.03.2022
ნანახია: 327

თეთრეულის ამერიკულმა ბრენდმა Victoria’s Secret-მა რუსეთში მაღაზიები დროებით დახურა და ვებგვერდის მუშაობა შეაჩერა.

ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის განცხადებაში.

ბრენდი შეუერთდა კომპანიებს, რომლებმაც უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთში მუსშაობა შეაჩერეს. მანამდე ანალოგიური გადაწყვეტლება მიიღო Inditex-მა, რომელიც აერთიანებს ბრენდებს Massimo Dutti, Zara, Bershka, Pull&Bear, Stradivarius, Oysho, Uterque.

რუსეთში მაღაზიები ასევე დახურეს ლუქს ბრენდებმა: Louis Vuitton-მა, Hermes-მა, Chanel-მა, Gucci-მ, Balenciaga-მ დაYves Saint Laurent-მა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე