მარიუპოლში ოკუპანტებმა ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს

საქართველო, თბილისი - 20:47 | 09.03.2022
ნანახია: 349

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლში ბავშვთა საავადმყოფო დაბომბეს და მთლიანად გაანადგურეს დაწესებულების შენობა.

ქალაქის ადმინისტრაცია დაშავებული ბავშვების რაოდენობის დადგენას ცდილობს.

აფეთქების ადგილზე გაჩნდა უზარმაზარი ორმო.

თვითმხილველები ამბობენ, რომ აფეთქება სამშობიაროსა და პედიატრული განყოფილების კორპუსებს შორის მოხდა.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოკუპანტების ქმედებას ბარბაროსობა უწოდა, დასავლეთს მყისიერი რეაგირებისა და უკრაინის ცის დახურვისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

 




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე