უკრაინის დაბომბილი ქალაქებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება

საქართველო, თბილისი - 13:15 | 09.03.2022
ნანახია: 469

უკრაინის ვიცე-პრემიერ ირინა ვერშუკის განცხადებით, რუსეთთნ მიღწეულია შეთანხმება და 9 მარტს 09:00-დან 21:00 საათამდე დაბომბილი ქალაქებიდან ექვსი ჰუმანიტრაული დერეფნით მოსახლეობის ევაკუაცია განხორციელდება.

 მისივე თქმით, მშვიდობიანი მოქალაქეები სპეციალურად გამოყოფილი ავტობუსებით გავლენ ენდოგარიდან, სუმიდან, მარიუპოლიდან, ვოლნოვახადან, იზიუმიდან, ვორზელიდან, ბუჩადან, ბოროდიანკადან, ირპენიდან და გოსტომელიდან.


პოლიტიკა