ხომ არ დადგა დრო, რომ Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?!- ფრიდონ ინჯია

საქართველო, თბილისი - 13:03 | 09.03.2022
ნანახია: 411

ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?!- განაცხადა დეპუტატმა ფრიდონ ინჯიამ პარლამენტის ბიუროს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.

ინჯია ამბობს, რომ საქართველო ყველა საერთაშორისო ორგანიზაციაში რუსეთის წინააღმდეგ აძლევს ხმას, თუმცა, ბიზნესი ბიზნესია.

"თუ ჩვენ დროზე არ მივიღეთ ზომები, შეიძლება ხორბლის, საწვავის გარეშე დავრჩეთ. აქედან გამომდინარე, ხომ არ დადგა დრო, რომ როგორც ეს გააკეთა თურქეთმა და სხვა ქვეყნებმა, მათ შორის, ჩინეთმა, Мир-ის სისტემას შევუერთდეთ?! ამით ის გადარიცხვები, რაც იყო, რუსული მანეთი თუ ის 32-34 მლნ დოლარი, რომელსაც ქართველები საქართველოში რიცხავდნენ, რაღაცნაირად დაკომპენსირდეს." - ამბობს "ევროპელი სოციალისტების" ლიდერი ინჯია.

სარგებლისა და შემოსავლის სანაცვლოდ, "ჯორჯიან ეარვეისმა" გადახდის სისტემებში რუსული Мир -ი დაამატა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე