პოლიციელებითვის ტუალეტის ქაღალდების, ფქვილის შეყრასა და „კეტჩუპის“ დასხმას არავის ვაპატიებთ - ვახტანგ გომელაური

საქართველო, თბილისი - 12:50 | 09.03.2022
ნანახია: 377

მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მართლა დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ, ეს ადამიანები გარეთ არიან, რომ ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან, – ასე უპასუხა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ჟურნალისტების კითხვას, რომელიც სამართალმცველების მისამართით შეურაცხყოფებს ეხებოდა.

როგორც ვახტანგ გომელაურმა აღნიშნა, სამართალდამცველების შეურაცხყოფა არის ძალიან ცუდი შემთხვევა და მიუღებელია.

„მე მინდა, მადლობა მოვუხადო ყველა იმ პოლიციელს, რომელიც მართლა დგანან და ვაჟკაცურად ითმენენ, დგანან, სამი ოთხი დღეს ეს ადამიანები გარეთ არიან ჩვენი უსაფრთხოება, ჩვენი ოჯახის უსაფრთხოება დაიცვან. დგანან იქ და ტუალეტის ქაღალდებს, ფქვილი და კეტჩუბებს ასხამენ თავზე, ეს არის ყოვლად მიუღებელი, არც ვიცი რა დავარქვა ამ საქციელს, ეს არის ყოვლად არანორმალური საქციელი. ეს ადამიანები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან მკაცრად და ყოველთვის ასე იქნება, ამას არ ვაპატიებთ არასდროს“, – განაცხადა გომელაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე