ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ - გომელაური

საქართველო, თბილისი - 12:32 | 09.03.2022
ნანახია: 699

ომია და არ მინდა, უფრო მძიმედ ვისაუბრო ბატონი ზელენსკის მიმართ, - განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადების კომენტირებისას, რომ საქართველოს მთავრობას რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ამორალური პოზიცია აქვს.

"სრულიად მიუღებელია ჩემთვის. ძალიან ცუდია, ომია ნამდვილად და არ მინდა უფრო მძიმედ ვისაუბრო ზელენსკის მიმართ, რაც თქვა, რომ ამორალურია ჩვენი მთავრობის ქმედება. ეს არის მიუღებელი რა თქმა უნდა, არც დიპლომატიაში ჯდება და არც პოლიტიკაში. სამწუხაროა ძალიან. რაც გააკეთა საქართველომ, პრემიერმა რაც გააკეთა, მხარს ვუჭერ. ერთი გუნდი ვართ ჩვენ, ყველაფერი გავაკეთეთ, რაც შეუძლია საქართველოს", - თქვა გომელაურმა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე