„ჩრდილოეთ ნაკადი 2“ მკვდარია, ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე განისვენებს - ვიქტორია ნულანდი

საქართველო, თბილისი - 11:38 | 09.03.2022
ნანახია: 412

„ჩრდილოეთ ნაკადი 2“  ახლა მკვდარია... ის ლითონის ნაგლეჯია, რომელიც ზღვის ფსკერზე განისვენებს, არ მგონია, რომ ის როდესმე გაცოცხლდება“, - განაცხადა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ვიქტორია ნულანდმა.

ამასთან, ნულანდმა აღნიშნა, რომ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის პროექტს მომავალი არ აქვს.

შეგახსენებთ, გერმანიის მთავრობამ  რუსული გაზსადენის "ჩრდილოეთის ნაკადი 2"-ის სერტიფიცირება რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუჰანსკის სეპარატისტული რეგიონების „დამოუკიდებელ ქვეყნებად“ აღიარების შემდეგ შეაჩერა.




არქივი

მოგვძებნე Facebook-ზე